დედამიწის დღე

 აქტიურად ჩავერთეთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ სასკოლო კვირეულში.  განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა.
ამ აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება დედამიწის გლობალურ პრობლემებზე, დაკვირვება სუფთა და ჭუჭყიან გარემოზე, თანამშრომლობის,მსჯელობისა დაშემოქმედებითი უნარების განვითარება,პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
პრობლემის უკეთ გაგებისა და გააზრების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენე უფროსკლასელების მიერ შექმნილი ვიდეოები:,,დედამიწა საფრთხეშია“,,გაფუფრთხილდეთ დედამიწას“ ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე:რა გავიგეთ,კიდევ რისი გაგება გვაინტერესებს.
მოსწავლეებმა ჯგუფებში დახატეს სუფთა და ჭუჭყიანი გარემო, ნახატები მოწოდებებით თუ როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწას.მოსწავლეებმა
ერთობლივად შექმნეს ,,საშიშროებათა დრაკონი“,რომლის სხეულზეც განათავსეს სტიკერები წარწერებით თუ რას გვიქადის გარემოს დანაგვიანება.
შევქმენით პლაკატი,,დედამიწის დღე არის ყოველდღე“                მშობელთა აქტიური მონაწილეობითა და მათი ორგანიზებით მონაწილეობა მივიღეთ სკოლის ეზოს გამწვანება-გალამაზებაში.კვირეულის ფარგლებში გვქონდა გასვლითი ღონისძიება: ,,მწვანე გაკვეთილი“ გარდენიაში.

























Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კლასის საათი

15 სექტემბერი

დედის დღე