კლასის საათი

 კლასის საათზე- თემებზე პიროვნული და მორალური განვითარება- ვისაუბრეთ თემაზე:რას ნიშნავს ვიყო მესამეკლასელი, შევიმუშავეთ კლასში ქცევის წესები,შევადგინეთ მორიგეობის სია გადანაწილებული მოვალეობებით.რამდენიმე შეხვედრა დავუთმეთ ბულინგის თემას,წავიკითხეთ წერილი,,წრიპა ჩარლიგავაანალიზეთ თუ როგორი მანკიერი თვისებაა დაცინვა და რა შედეგი მოსდევს მას, მოსწავლეებმა წერილები დაუწერეს ავტორს საინტერესო დარიგებებით.
კლასის საათზე  ეკრანის გაზიარებით მოსწავლეებს  ვუჩვენებდი ვიდეოებს,სადაც მათ თანატოლებზე იყო საუბარი:,,ქეთო,შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი,,მარტოობაში გატარებული ბავშვობა,,პატარა ფერმერი-ნანუკა,,მამა-შვილი რეინჯერები და სხვა.ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში გამეღვივებინა ემპათიის გრძნობა,დამეფიქრებინა მათი თანატოლების ცხოვრებაზე,ვიდეოს ნახვის შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს,გრძნობებს,უწერდნენ წერილებს მთავარ პერსონაჟებს. . .
 














Комментарии

Популярные сообщения из этого блога

15 სექტემბერი

დედის დღე