15 სექტემბერი
ახალი
სასწავლო წლის დაწყება მაინც ყველაზე განსაკუთრებული დღეა სასკოლო ცხოვრებაში.მასწავლებლებიც
დიდი მონდომებით ვაწყობთ საკლასო ოთახებს მონატრებული მოსწავლეების დასახვდრად.მეც,
რა თქმა უნდა, ვიზრუნე საკლასო ოთახის გალამაზებაზე,კედელზე გავაკეთე ,,ანდაზების ხე“მოვრთე
კარები,ლამაზად დავალაგე მერხები და წიგნები,დავბეჭდე მისალოცი ბარათები.დავგეგმე სახალისო
აქტივობები პირველი დღისათვის.ერთ-ერთი აქტივობა იყო ,,ეს მე ვარ“მოსწავლეებმა დარიგებული ფერადი ფურცლები შეავსეს,შემდეგ
გამოჭრეს,დააწებეს და შეადგინეს საკუთარი კუბიკი.ერთად მოთავსებული კუბიკებიდან ვიღებდით თითოეულს,ვკითხულობდით კუბიკზე დაწერილ ინფორმაციებს,მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს კუბიკი.ყველა განსაკუთრებული მონდომებით იყო
ჩართული ამ აქტივობაში.
Комментарии
Отправить комментарий