Сообщения

15 სექტემბერი

Изображение
          ახალი სასწავლო წლის დაწყება მაინც ყველაზე განსაკუთრებული დღეა სასკოლო ცხოვრებაში.მასწავლებლებიც დიდი მონდომებით ვაწყობთ საკლასო ოთახებს მონატრებული მოსწავლეების დასახვდრად.მეც, რა თქმა უნდა, ვიზრუნე საკლასო ოთახის გალამაზებაზე,კედელზე გავაკეთე ,,ანდაზების ხე“მოვრთე კარები,ლამაზად დავალაგე მერხები და წიგნები,დავბეჭდე მისალოცი ბარათები.დავგეგმე სახალისო აქტივობები პირველი დღისათვის.ერთ-ერთი აქტივობა იყო ,,ეს მე ვარ“მოსწავლეებმა დარიგებული ფერადი ფურცლები შეავსეს,შემდეგ გამოჭრეს,დააწებეს და  შეადგინეს საკუთარი კუბიკი.ერთად მოთავსებული კუბიკებიდან ვიღებდით თითოეულს,ვკითხულობდით კუბიკზე დაწერილ ინფორმაციებს,მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს კუბიკი.ყველა განსაკუთრებული მონდომებით იყო ჩართული ამ აქტივობაში.

23 სექტემბერი

Изображение
                    23 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით,მოვიწვიე იმ მოსწავლეების მშობლები,რომლებიც იყვნენ დევნილი ოჯახებიდან,მათ გააცნეს ამ დღესთან და ზოგადად აფხაზეთთან დაკავშირებული ინფორმაციები, გაიხსენეს ამ საოცარ კუთხეში ცხოვრების მომენტები, პატარებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს,გამოხატეს საკუთარი აზრი,რისი გაგება აინტერესებდათ კიდევ საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის შესახებ.

შემოდგომა

Изображение
  შემოდგომის თემასთან დაკავშირებით შევაჯამეთ ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.მოსწავლეების მიერ დამზადებული შემოდგომის სურათებით,კომპოზიციებით,ფერადი ფოთლებითა და აპლიკაციებით მოვრთეთ საკლასო ოთახი.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში,შეასრულეს მითითებული დავალებები შემოდგომის თემაზე.შესრულებული ნამუშევრები შევაფასეთ და ისინიც კლასში გამოვფინეთ.

სახალწლო ღონისძიება

Изображение
  22 დეკემბერს ჩატარდა საკლასო ღონისძიება,,შობა-ახალი წლის ტრადიციები საქართველოში“ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მათი დიდი ბებიები და პაპები,ასევე მათი მშობლები,რა იყო მათთვის ტრადიციული,რაც დღემდე შემორჩენილა და რაც მხოლოდ წარსულში იყო. მოსწავლეებმა გაითამაშეს ძველი ახალი წლის ტრადიციული სცენები,წარმოადგინეს ლექსები,სიმღერები,ინფორმაციები.წაიკითხეს თავიანთი მშობლების წერილები,სადაც ისინი წერდნენ ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელზე თავიანთი ბავშვობიდან.ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა,იმ საახალწლო გარემოში,რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მშობლებმა შეიტანეს.  

დედის დღე

Изображение
  დედის დღესთან დაკავშირებით დავგეგმე     რამდენიმე აქტივობა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე დიდი მონდომებით დაამზადეს მისალოცი ბარათები. საკუთარი სურვილითა და ჩემი დახმარებით ისწავლეს ლექსები,სიმღერები ,ანდაზები . ეს შეხვედრა სიურპრიზად მოუწყეს მოსწავლეებმა მშობლებს,ისინი გულმოდგინედ ემზადებოდნენ,რომ დედიკოები გაეხარებინათ და მართლაც მიაღწიეს მიზანს,ეს დღე განსაკუთრებული იყო შვილების სიყვარულით გულგამთბარი დედიკოებისათვის.

21 მარტი

Изображение
    21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს ბუკების გამოყენებით ვაჩვენე ვიდეომასალა   აღნიშნულ თემაზე და მათთვის გასაგებ ენაზე განვუმარტე ამ დღის მნიშვნელობა,თუ რას გულისხმობს 47 ქრომოსომა და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წინდებს.მოსწავლეებმა სოლიდარობის ნიშნად დაამზადეს წინდები და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კედლის გაზეთის შექმნაში.         

დედაენის დღე

Изображение
   იაკობ გოგებაშვილის  177- ე წლისთავთან დაკავშირებით მოსწავლეების აქტიური დახმარებით დავამზადე კედლის გაზეთი.             დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ რამდენიმე აქტივობა:დავამზადეთ კედლის გაზეთი, გამოვავლინეთ გამარჯვებულები კონკურსში:,,ჩვენ ლამაზად ვწერთ“ და მოსწავლეების მიერ მოძებნილი ბარბარიზმები -  ნახატებით გაფორმებული- გამოვაკარით საკლასო ოთახში სლოგანით -- ვისაუბროთ სწორად.